საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხორვატ კოლეგას შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას უფრო ინტენსიურს გახდის. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ხორვატიის მხარის ჩართულობაზეც გაამახვილეს ყურადღება.