საქართველოს თავდაცვის მინისტი გერმანიაში ქართველი სამხედროების წრთვნას დაესწრო. გერმანიაში, ჰოჰენფელსში ვიზიტისას, ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში სამინისტროს მხრიდან რეგიონში უპრეცედენტო შესაძლებლობები შეიქმნება და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საერთაშორისო მისიების განხორციელებისთვის მომზადების ამაღლების საუკეთესო პირობები ექნებათ. მან ასევე ამერიკელ გენერლებთან ერთად გადასროლის წინა სწავლებების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობები განიხილა. პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება, რაც ინფრასტრუქტურის შექმნასა და კვალიფიციურ კადრების ითვალისწინებს. თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერლებთან ერთად ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში 22-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა შემაჯამებელ სწავლებასაც დაესწრო.