საქართველოს თავდაცვის ძალებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა - Palitra News

საქართველოს თავდაცვის ძალებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

2020-07-25 11:15:47+04:00

საქართველოს თავდაცვის ძალებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა დღეიდან თავდაცვის ძალების მეთაურის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაიკავებს, რომელიც მანამდე სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი მთავარი სერჟანტი - მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური ჰყავს. მან აღნიშნულ პოზიციაზე კობა ცირეკიძე ჩაანაცვლა. გიორგი გოგოჭური მანამდე აღმოსავლეთის სარდლობის მთავარი სერჟანტის პოზიციას იკავებდა. სიახლეეებია ასევე, დასავლეთის სარდლობაში. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დასავლეთის სარდლად პოლკოვნიკი კობა გრიგოლია, ხოლო მის მოადგილედ პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დაინიშნა. II ქვეითი ბრიგადის მეთაურის თანამდებობა ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ, ხოლო III ქვეითი ბრიგადის მეთაურის პოზიცია - ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ დაიკავა.