საქართველოს თავდაცვის ძალების ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომარაგება დაიწყო. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად გაეცნო ჯარისკაცების კვების ახალ რაციონს და ქართული გაუყინავი საქონლის ხორცით მომზადებული კერძი დააგემოვნა. თავდაცვის მინისტრის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამხედროების კვებითი მომსახურების სტანდარტებზე არის გამახვილებული. ასევე სამინისტროს მიერ იგივე პირობები იქნება მოთხოვნილი ახალ კონსოლიდირებულ ტენდერშიც კვებითი პირობების გაუმჯობესების კუთხით.