საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საზეიმო ცერემონიალი საავტომობილო ბაზაზე გამართა. ლოჯისტიკოსებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა. მან თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათი საბრძოლო მომზადების მაღალ დონეზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში გრძელდება რეფორმების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ლოჯისტიკოსების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და ძალთა შენარჩუნებას.