საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის "მტკიცე სული 2021" ემზადება - Palitra News

საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის "მტკიცე სული 2021" ემზადება

2021-07-21 12:15:43+04:00

საქართველოსა და რეგიონისთვის სწავლების მნიშვნელობის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა სწავლების მასშტაბებსა და სიახლეებზე, ასევე პარტნიორობისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

სწავლების მიზნის, ამოცანების, სასწავლო რაიონების, მონაწილე ქვეყნების, ტექნიკისა და აღჭურვილობის, ასევე სწავლებაში ჩართული ქვედანაყოფების შესახებ პრეზენტაცია დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ წარმოადგინა.