საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით ორ დღიანი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა.
რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია ფონდის დაარსების ოცი წლისა და მისი დამფუძნებლის-ალექსანდრე რონდელის ოთხმოცი წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.