საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებმა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში „ტროას ნაკვალევი“ მონაწილეობა დაასრულა. სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა კულმინაციური წვრთნა გამართეს, რომელსაც ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. დასკვნით საჩვენებელ სწავლებაზე ქართველი სამხედროების მიზანს შენობის შტურმით დაკავება, მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირება, მათი განადგურება და მძევლების უვნებლად გათავისუფლება წარმოადგენდა. მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი“ ხუთი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდებოდა და მასში მონაწილეობას 10 ქვეყანა იღებდა. საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ერთმა ქვედანაყოფმა რუმინეთში გამართულ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა, ნაწილმა კი, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მომზადება საქართველოში გაიარა.