საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის ორი მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროექტი იწყება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად განახორციელებს.
პროექტი ოთხწლიანია, მის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების გაძლიერება, ასევე კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო გრანტების გაცემა.
გრანტები მიმართული იქნება ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და აგროწარმოებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შემცირებისკენ.