ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს სლოვენიის სატყეო სექტორის ექსპერები სტუმრობენ. შეხვედრაზე ტყის ინვენტარიზაციის, ტყის შესახებ მონაცემთა მოგროვებისა და მართვის საკითხები განიხილეს.საქართველო მიმდინარე წელს იწყებს ტყისეროვნული დონის ინვენტარიზაციას, რაც აქამდე ქვეყანაში არგანხორციელებულა. ინვენტარიზაცია 2019 წელს დასრულდება დასაქართველოს მნიშვნელოვანი მონაცემები ექნება ქვეყნის ტყეების მდგომარეობის შესახებ.