საქართველოს სისხლის იმპორტი გაუძვირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ უცხოეთში 61.968 მლნ დოლარის ღირებულების ადამიანის და ცხოველის სისხლი (სამედიცინო მიზნებისთვის) იყიდა, 2020 წელს კი მხოლოდ 19.274 მლნ დოლარის. მიუხედავად ფასის ზრდისა, რაოდენობრივად ქვეყანამ წელს 2020 წელთან შედარებით ცოტა სისხლი შეიძინა, კერძოდ, წელს იმპორტირებული იქნა 58.9 ტონა სისხლი (ერთი ტონა - 1 054 დოლარად), შარშან კი 83.56 ტონა (ერთი ტონა - 230 დოლარად). გამოდის, რომ წელს ქვეყანამ ერთი ტონა სისხლი თითქმის 4,5-ჯერ ძვირად იყიდა, ვიდრე შარშან.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელ ქვეყანაში იყიდა წელს საქართველომ სისხლი:
ჩინეთი - 24.228 მლნ დოლარი (7,17 ტონა) შვეიცარია - 12.247 მლნ დოლარი (2,14 ტონა) აშშ - 6.267 მლნ დოლარი (1,65 ტონა) ბელგია - 4.311 მლნ დოლარი (2,08 ტონა) საფრანგეთი - 3.231 მლნ დოლარი (3,25 ტონა) ინდოეთი - 2.935 მლნ დოლარი (12,7ტონა) ჰონ-კონგი - 2.023 მლნ დოლარი (0,88 ტონა) გერმანია - 1.494 მლნ დოლარი (4,09 ტონა) გაერთიანებული სამეფო - 1.480 მლნ დოლარი (3,53 ტონა) ნიდერნალდები - 726.9 ათასი დოლარი (0,74 ტონა)ამასთან, წელს საქართველომ სისხლი იყიდა იტალიაში, რუსეთში, დანიაში, სომხეთში, თურქეთში, ბელარუსში, უკრაინაში და ა.შ. ჯამში 30 ქვეყანაში.