საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ჩასულმა ქვედანაყოფმა 32-ე ბატალიონისგან ბაგრამის ტერიტორიის დაცვის ამოცანა უკვე სრულად ჩაიბარა. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ასევე 12 ნოემბერს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აფეთქების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო და სამოქალაქო პირთა ხსოვნას.