საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები მესაზღვრეებმა ახალციხისა და კარწახის დასაცავ მონაკვეთზე, ერთობლივად ჩაატარეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თურქეთიდან საზღვარი, საქართველოს საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთეს. მიმდინარეობს გამოძიება.