აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 18 კილომეტრში, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.ძლიერი ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.მიწისძვრა თბილისის დროით 11:35 საათზე დაფიქსირდა.