საქართველოში გასულ/შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორებს ბრენდირებულ სასაჩუქრე ღვინოს გადასცემენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა უკვე მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 922 ათას 500 ლარია. რაც შეეხება შესყიდვის ობიექტს, საუბარია, 105 - 180 ათას ბოთლ საფერავის ღვინოზე.ღონისძიების ჩასატარებლად განსაზღვრულია ზაფხულის პერიოდი, ხელშეკრულების გაფორმებიდან მოთხოვნილი მარაგების ამოწურვამდე.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კამპანია ქართული ღვინისა და სტუმართმოყვარეობის კულტურის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.