საქართველოს საპატრიარქო დღეს "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციას გამართავს. საპატრიარქო მრევლს თავდაპირველად 13:00 საათზე, ქაშუეთის ტაძართან ელოდება, მოგვიანებით კი იგივე სალოცავთან 17:00 საათზე სთხოვს მისვლას. სასულიერო პირები ტაძარში პარაკლისს გადაიხდიან.
როგორც საპატრიარქოს მიერ ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "მსოფლიოს უნდა აჩვენონ, რომ ღირსებას იცავენ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა მიუღებელია".