23:20
8 აპრილი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საქართველოს საპატრიარქო ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება
12-07-2019

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ისტორიული ფაქტების დამახინჯება კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს. საუბარია პუტინის განცხადებაზე, რომელიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ეხება.
„რუსეთის პრეზიდენტის, ბატონ ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ჩვენს ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისათვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება, რათა, როგორც ჩვენი ქვეყნის ზოგადი ისტორიის, ისე მისი ცალკეული ეტაპების შესახებ არსებული სამეცნიერო გამოკვლევები და პოპულარული ენით დაწერილი მასალაც მსოფლიოში გასავრცელებლად კვალიფიციურად შეირჩეს და დროულად ითარგმნოს ინგლისურ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე”, - აცხადებენ საპატრიარქოში.

AutoPlay
მარინა ეზუგბაია პიკური მდგომარეობისგან თავის არიდების შესაძლებლობაზე საუბრობს
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობაზე
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
გაგრაში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
გაეროს პრესმდივანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისამართით კრიტიკას ეხმაურება
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - არ არსებობს ვირუსი, ეპიდემია, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ძლიერია
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა დატოვა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები