საქართველოს საპატრიარქო მორიგ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ არაერთ ძალას სურს საპატრიარქოსთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც. ამავე განცხადების თანახმად, LGBT ჯგუფების აქტივობების ორგანიზატორები და ხელშემწყობნი, მათი აზრით, იმ ძალების წისქვილზე ასხამენ წყალს, რომელნიც ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგებიან. "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არაერთხელ განუცხადებია თავისი მხარდაჭერა ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან მიმართებაში...მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ნუ დაუკარგავენ ამ განწყობას საქართველოს მოსახლეობას“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.