ბაკურიანში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი - სლალომის სახეობაში გაიმართა. 19-20 იანვარს 2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპს ბაკურიანმა უმასპინძლა. მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებეს. შეჯიბებარში მონაწილეობა მიიღეს: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრებმა გუნდებმა, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. სულ შეჯიბრებაში 71 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მიერ ორგანიზებული სამთო სათხილამურო თასის ეტაპების გენერალური სპონსორი კომპანია "სილქნეტია" მხარდამჭერები კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების კომპანია და კომპანია "ბორჯომი".