საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გაერო-ში საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების თემა, ის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გაერო აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების კუთხით მონიტორინგის აუცილებლობას.