მიმდინარე წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალმა 13 მილიარდ 784 მილიონ ლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საგარეო ვალი 12 მილიარდ 940 მილიონ ლარზე მეტი იყო. საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი.