2020 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 6 მილიარდ 761 მილიონ დოლარს ანუ 22 მილიარდ 231 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 3 მილიონ 172 ათასი დოლარით მეტია.
კერძოდ, 2020 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 6 მილიარდ 758 მილიონ დოლარს ანუ 20 მილიარდ 746 მილიონ ლარს აჭარბებდა.საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 909 მილიონ 533 ათასი დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი მილიარდ 66 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - მილიარდ 412 მილიონ დოლარს აჭარბებს.