2020 წლის 31 მაისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 979 მილიონ დოლარს ანუ 18 მილიარდ 990 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 767 მილიონ 842 ათასი ლარით მეტია.
კერძოდ, 2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 688 მილიონ დოლარს ანუ 18 მილიარდ 222 მილიონ ლარს გადააჭარბა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 914 მილიონ 270 ათასი დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 968 მილიონ 115 ათასი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - მილიარდ 271 მილიონ დოლარს აჭარბებს.