საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ბოლო ერთ თვეში 6 მილიონი დოლარით გაიზარდა. მიმდინარე წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 108 მილიონ დოლარს ანუ 13 მილიარდ 738 მილიონ ლარს გადააჭარბა. მაშინ როცა 30 ოქტომბრის მონაცემებით, ვალის მოცულობა 5 მილიარდ 102 მილიონ დოლარს ანუ 13 მილიარდ 789 მილიონ ლარს შეადგენდა.საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი.