2020 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 6 მილიარდ 758 მილიონი დოლარს ანუ 20 მილიარდ 746 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 164 მილიონ 248 ათასი დოლარით მეტია.
კერძოდ, 2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 6 მილიარდ 594 მილიონ დოლარს ანუ 20 მილიარდ 257 მილიონ ლარს აჭარბებდა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 925 მილიონ 794 ათასი დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი მილიარდ 14 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - მილიარდ 432 მილიონ დოლარს აჭარბებს.