საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკრებულოს თანამშრომელ თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა უშუალოდ დაზარალებულისგან და ადვოკატისგან მოისმინა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გამოძიების ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები.
ომბუდსმენის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები.
როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბების და სიმძიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების მხრიდან თითოეულ შემთხვევაზე დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდეს.
"საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში განაგრძნობს აღნიშნული საქმის მონიტორინგს", - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცლებულ იფორმაციაში.
შეგახსენებთ, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს ბრალი წაუყენეს. თოდაძე კი პროკურატურამ დახარალებულად სცნო.