საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ იტალიურ ვირტუს ბოლონიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებაც ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ამის შესახებ La Repubblica წერს.გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და მალევე ცნობილი გახდება. საუბარია 2-წლიან კონტრაქტზე, რომელიც შესაძლოა, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელდეს.შეგახსენებთ, რომ შენგელიამ მიმდინარე სეზონი მოსკოვის ცსკა-ში დაიწყო, თუმცა, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ რუსეთი დატოვა და იტალიურ კლუბში ჩაირიცხა. თოკომ ვირტუსთან ერთად ევროთასი მოიგო, იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში კი მისმა კლუბმა მილანთან წააგო.