საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში უკრაინას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო შეხვედრა ლატვიაში გაიმართება. ჩვენმა ბიჭებმა უკვე ივარჯიშეს რიგა არენაზე და ახლა მატჩის მოლოდინში არიან.
უკრაინისა და საქართველოს დაპირისპირება რიგა არენაზე დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.
ამ დროისთვის, G ჯგუფს 4-დან 3 მოგებით საქართველო ლიდერობს, შემდეგ კი ესპანეთი მოდის, რომელსაც ჩვენზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და 3-დან 3 გამარჯვება მოპოვებული. ამ ორ ნაკრებს მომდევნო რაუნდის საგზური უკვე განაღდებული აქვს, მე-3 იღბლიანის ვინაობა კი უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გაირკვევა.