2018 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 10.5 %-ით არის გაზრდილი. კერძოდ, ამ პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცეში 57 ათას 919 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა. ამასთან, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 41 ათას 925 ფრენას შეადგენს, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 ათას 246 ფრენით ანუ 5.7% -ით მეტია. აფრენა - დაფრენის რაოდენობა კი 15 ათას 994-ია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3 ათას 254 ფრენით ანუ 25.5%-ით არის გაზრდილი.