საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 17 მილიარდ 797 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც 433 მილიონ 567 ათასი დოლარით ნაკლებია წინა კვარტალთან შედარებით, თუმცა 491 მილიონ 318 ათასი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2019 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა 18 მილიარდ 321 მილიონ დოლარს, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით კი 17 მილიარდ 306 მილიონ დოლარს შეადგენდა.2019 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, სამთავრობო სექტორის ვალი 5 მილიარდ 323 მილიონ დოლარს, ეროვნული ბანკის კი 404 მილიონ 600 ათას დოლარს შეადგენს. ამასთან, 30 სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების საგარეო ვალი 4 მილიარდ 249 მილიონი დოლარია, სხვა სექტორების კი 4 მილიარდ 546 მილიონი დოლარი. აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტით აღებული საგარეო ვალი 16 მილიარდ 59 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ეროვნული ვალუტით აღებული ვალის მოცულობა 680 მილიონ 500 ათასი დოლარია.