საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას აფასებს. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ვიზიტი ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხების განხილვას დაეთმო. ასევე მინისტერიალი გამოყენებული იქნა ორმხრივი შეხვედრებისთვის. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და ევროკავშირისთვის თვითშეფასების კითხვარის გადაცემის შემდგომი პროცედურები იყო. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს ევროპელი პარტნიორები საქართველოს ერვოპულ მისწრაფებას აღიარებენ.