საქართველოში დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა. განათლების მინისტრმა საგანმანათლებლო დაწესებულებებს კიდევ ერთხელ მიმართა რეკომენდაციით, რომ ვირუსების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული ყურადღევა მიექცეს ჰიგიენას და განხორციელდეს ყველა საჭირო ღნისძიება. მინისტრს თქმით, სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვება ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, სამინისტროს მხრიდან უსწრაფესად იქნება მიღებული გადაწყვეტილება."სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სკოლებს საკლასო ოთახები და დერეფნები დალაგდეს სველი წესით, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან აცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს" - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.