საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მინუს 23 მილიარდ 100 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის მინუს 144 პროცენტია.
ეროვნული ბანკის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 551 მილიონ 100 ათასი დოლარით გაუმჯობესდა.2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9 მილიარდ 500 მილიონი დოლარია, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 115 მილიონ 400 ათასი დოლარით აღემატება. მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა კი 32 მილიარდ 600 დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 435 მილიონ 800 დოლარით ნაკლებია.
ცნობისთვის, ქვეყნის წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია არის სხვაობა ქვეყნის საგარეო ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებს შორის.