საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას უზბეკეთის რესპუბლიკის ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი იწყებს.ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ფრენები 2019 წლის 16 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. ცნობისთვის, Uzbekistan Airways-ი 1992 წელს დაფუძნდა. ავიაკომპანია დღეისთვის ორმოცზე მეტი მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და იაპონიაში.