საქართველოს რუსული ფქვილის იმპორტი გაუძვირდა. 2022 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფქვილის ღირებულება 54%-ით არის გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, თუ გასულ წლის მაისში საქართველო ერთ ტონა რუსულ ფქვილს საშუალოდ 280 დოლარად ყიდულობდა, წელს ფასი 431 დოლარამდეა გაზრდილი.
რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილის გაძვირებასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსთან“ განცხადება პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გააკეთა. მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ „რუსეთში ფქვილით მოვაჭრეებმა რომ გაიგეს, საქართველოში წისქვილები არ მუშაობს და ალტერნატივა არ არსებობს, ფასები ძალიან გაზარდეს.