„საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო გადაყვანები დღეიდან, 27 თებერვლიდან განაახლა.კომპანიის ინფორმაციით, მგზავრებს ბილეთების შეძენა ონლაინრეჟიმში 25 თებერვლიდან შეეძლოთ, რკინიგზის სალაროები კი, 26 თებერვლიდან გაიხსნა.
„რაც შეეხება „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს; მატარებელში შესვლისთანავე მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.