სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2020 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან რეზიდენტი მოგზაურების 620 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 8.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.3 პროცენტი,31 დან 50 წლამდე მოგზაურების მიერ განხორციელდა.
ამასთან, საქსტატის თანახმად, I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ჯამურად 333 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2019 წლის I კვარტალთან შედარებით 0.7%-ით შემცირდა და დაახლოებით 735 ლარი შეადგინა.