საქართველოს რეგიონებში ავტომობილით გადაადგილებაზე გარკვეული გამონაკლისი დაწესდება - Palitra News

საქართველოს რეგიონებში ავტომობილით გადაადგილებაზე გარკვეული გამონაკლისი დაწესდება

2020-04-22 10:32:42+04:00

საქართველოს რეგიონებში ავტომობილით გადაადგილებაზე გარკვეული გამონაკლისი დაწესდება. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობა დეტალურად დღეს ისაუბრებს, თუმცა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ცვლილების შესახებ ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა.

კერძოდ, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 აპრილამდე საქართველოს რეგიონებში დილის 6:00 საათიდან 8:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება დასაშვები იქნება, რაცსასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ საავტომობილო მოძრაობის აკრძალვის ვადის 27 აპრილამდე გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ გუშინ მიიღო. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გაკეთდა.