საქართველოს ყველა რეგიონში "საქმიანი ეზოს" მოწყობის სამუშაოები სრულდება - Palitra News

საქართველოს ყველა რეგიონში "საქმიანი ეზოს" მოწყობის სამუშაოები სრულდება

2020-11-13 10:59:04+04:00

საქართველოს ყველა რეგიონში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები სრულდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით „საქმიანი ეზო“ უკვე მოეწყო იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონებში.

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით კი, „საქმიანი ეზოები“ ვიდეო სამეთვალყურეო აპარატურით აღიჭურვება, რაც ხელს შეუწყობს ობიექტებზე კონტროლის და უსაფრთხოების წესების გაძლიერებას. როგორც ცნობილია, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. „საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია 13 ობიექტზე.

წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.