საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესიაში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება. საპატრიარქოში აცხადებენ რომ 9 წლის წინ მომხდარი მოვლენები მთელი ქვეყნისთვის დიდი ტრაგედია იყო, როგორც სულიერი, ასევე მორალური კუთხით. დღესვე შინდისში იგეგმება შინდისის გმირებისათვის სულის საოხი პანაშვიდის გადახდაც.
ზუსტად 9 წლის წინ 2008 წლის აგვისტოს ომში 169 მეომარი დაიღუპა. ამას გარდა, რუსულ ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, დაიჭრა ათას 747 ადამიანი. საკუთარი სახლები კი იძულებით დატოვა 150 ათასამდე ადამიანმა. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.