საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით, 13,2% საარსებო შემწეობას იღებს. ანუ გამოდის რომ დაახლოებით, ყოველი მე-7 ადამიანი საყოფახოვრებო დახმარებას იღებს. ამის შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს მონაცემებშია აღნიშნული.
კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოს მდგომარეობაში, ქვეყანაში საარსებო შემწეობას 138 ათას 483 ოჯახი და ჯამში, 493 ათას 088 ადამიანი. შემწეობაზე გადარიცხული თანხა კი - 28 მილიონ 136 ათას 964 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება რეგიონებს, აგვისტოს მონაცემებით, ყველაზე მეტი - 104 ათას 143 ადამიანი იღებს შემწეობას თბილისში; მას მოსდევს - 64 ათას 554 ადამიანით იმერეთი; ხოლო მე-3 ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც 62 ათას 510 ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას.