საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძე, გიორგი გახარიას პარტიის წევრი იქნება. ამის შესახებ ლევან დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის დაფუძნებით ქვეყანაში ჩნდება შანსი, რომ არსებული პრობლემები გადაიჭრას.
არსებული ინფორმაციით გიორგი გახარია გუნდის წარდგენას ხვალ ექსპო ჯორჯიაში გეგმავს.