საქართველოს პროკურატურამ, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.
გერმანული მხარის ჩართულობით და ევროჯასთის მხარდაჭერით დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ერთდროულად 2 ქვეყანაში, ათეულობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი, აქედან 1 ისრაელის მოქალაქეა.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წელს საქართველოს და ისრაელის მოქალაქეებმა, პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.