საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო მადლობა გადაუხადა. ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს აზერბაიჯანის მხარდაჭერა, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა.