საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა პაველ ვიზდალმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს.რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტი ელჩებისთვის მიღება გამართა და დიპლომატებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.