საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

2020-10-02 16:09:20+04:00

საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ორბელიანების სასახლეში, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა.