საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია. სტუმრობა ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო, რომელსაც მხარის რწმუნებული, რწმუნებულის მოადგილეები და მერები დაესწრნენ.
მათ პრეზიდენტს შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება, ეკონომიკური პროექტების მიმდინარეობა და რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რეგიონის პრობლემების გაცნობა მხოლოდ ახალციხესა და ახალქალაქში ვიზიტით არ შემოიფარგლება და მომავალში იგეგმება ბაკურიანში, აბასთუმანსა და ბორჯომში სტუმრობაც. პრეზიდენტი რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერისა და ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით სამცხე-ჯავახეთში მოქმედ კომპანიებს მოინახულებს და სახელმწიფო პროგრამაში ,,აწარმოე საქართველო" ჩართულ მეწარმეებს შეხვდება.