საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გენერალ კვინიტაძისა და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერებს მიმართა.
პრეზიდენტის თქმით, 99 წლის წლის წინ ბრძოლა დასრულდა, თუმცა ომი დღესაც გრძელდება. მთავარსარდლის თქმით საქართველო თავისი გმირებით ცხოვრობს, ხოლო გმირები მომავალი თაობით.
სალომე ზურაბიშვილმა დღესვე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო საგამოფენო სივრცე გახსნა, სადაც წარმოდგენილია ქართული საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობა.