საქართველოს პრეზიდენტმა საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის ღირსების მედლით შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ბერნში გაიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა ჯილდოები საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებს თავად გადასცა და საქართველო-შვეიცარიის ისტორიული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და ასევე კონფედერაციაზე, საქართველო - რუსეთს შორის მედიატორის განსაკუთრებულ როლზე ყურადღება გაამახვილა.