საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა. დაღუპულებს ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.